დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, ცნობილი გახდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის მეტოქე ფრანგული პსჟ იქნება.
აღნიშნული წილისყრა მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმაც შეაფასა:
"ეს იქნება ტოპ შეხვედრა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომელთაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავთ გუნდში. აღნიშნულ შეხვედრას, მოუთმენლად ველოდები - ეს სასიამოვნოა წყვილია ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარული გულშმატკივრისთვის. ჩვენ ჯგუფში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ბიჭებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს.
ფავორიტი? ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იქნება ორი შესანიშნავი გუნდის დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვითმენთ, ისე გვინდა პარიზში ყოფნა", - განაცხდა სალიჰამიჯიჩმა.