ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ბაიერნის ამომავალ ვარსკვლავზე, 19 წლის ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა და აღფრთოვანება ვერ დამალა:
"რასაც ის აკეთებს, ჯადოქრობაა. მუსიალა მესის მსგავსია. ამ ბიჭმა ბაიერნი არასდროს არ უნდა დატოვოს!
ის ყველას გვაჯადოებს და გვართობს, ჰოლივუდის მსგავსად. ვთვლი, რომ მან მუდამ უნდა ითამაშოს.
მისი სატრანსფერო ღირებულება? ვფიქრობ ის არ იყიდება, მაგრამ მე მაინც ვიტყვი - მილიარდი ევროს მეოთხედი", - განაცხადა მათუსმა.
ასევე: კლუბის მომავალი ლიდერი - 19 წლის ჯამალ მუსიალა ბაიერნის რეკორდსმენია