ხვალ, თბილის დროით 21:00 საათზე, გერმანიის ეროვნული ნაკრები ომანის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჰანს ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გერმანიის ნაკრების სათამაშო სტილზეც ისაუბრა:
"ჩვენი სათამაშო იდეა შემდეგნაირია - გვსურს, რაც შიძლება აქტიურები ვიყოთ და მაღალი ინტენსივობით ვითამაშოთ. გვინდა, მეტოქე ვაიძულოთ შეცდომები დაუშავს. ასე ვითამაშებთ ამ შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატზეც", - განაცხადა ფლიკმა.