მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ჯამალ მუსიალას შესახებ ისაუბრა:
"ყველა მოთამაშე განსხვავებულია, თუმცა მუსიალა მართლაც უნიკალური ფეხბურთელია. პირველად მისი თამაში რომ ვნახე, მაშინვე კაკა გამახსენდა, ბრაზილიელის მსგავსად მოძრაობს და დრიბლინგიც მისი მსგავსი აქვს.
ის, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამ დონეზე თამაშობს, მის უნიკალურ ნიჭზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. თუ გერმანია კარგად ითამაშებს, მას ნამდვილად შეუძლია გახდეს მუნდიალას ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი.
ძალიან გვინდოდა მისი ინგლისის ნაკრების მაისურით ხილვა", - განაცხადა ჰარგრივზვმა.