რეალ მადრიდის და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ანტონიო რუდიგერმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, გერმანიის ნაკრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე თანაგუნდელ, ვინისიუსთანაც უსაუბრია:
"როდესაც ჩემს ბრაზილიელ თანაგუნდელს, ვინისიუს ჯუნიორს ვესაუბრები, ის ყოველთვის მეუბნება: "თქვენ გერმანელებს, შესანიშნავი გუნდი გყავთ: სანე, მუსიალა, გნაბრი, კიმიხი - ყველა ბრწყინვალე მოთამაშეა.
ცხადია, მეც იგივეს ვფიქრობ. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს - ახალგაზრდების და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავით. გერმანია ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ადრე როგორ ვთამაშობდით. წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, უნდა ვისწავლოთ და უკეთესად ვითამაშოთ.
არც ისეთი ცუდი ნაკრები ვართ, როგორც ბევრი ფიქრობს, მაგრამ ყოველივე ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ", - განაცხადა რუდიგერმა.