გერმანული გამოცემა SPORTBILD-ის მტკიცებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი მარიო გიოტცეს შეჰპირდა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
წყაროს მტკიცებით, შესაძლოა ფლიკმა გიოტცე პირველივე თამაშებიდან სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენოს, თუმცა ცვლილების შემთხვევაში, გერმანელი სპეციალისტისთვის სწორედ გიოტცე იქნება ნომერ პირველი ვარიანტი.
ფლიკი გიოტცეს დიდი გულშემატკივარია - მას 30 წლის ფეხბურთელის შეძენა, ჯერ კიდევ ბაიერნში მწვრთნელობის დროს სურდა, ფლიკს მიაჩნია, რომ გიოტცეს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მნიშვნელოვან თამაშებში.