მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და გუნდშიც გამორჩეულ მოთამაშებზეც გააკეთა კომენტარი:
"ჩვენ ბევრი საკვანძო მოთამაშე გვყავს, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვფიქრობ, ჯამალ მუსიალა შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი, ვინც ამ ტურნირზე გაიბრწყინებს, მოწინააღმდეგეებისთვის მასთან შეხვედრა განსაკუთრებით არასასიამოვნოა", - განაცხადა ნოიერმა.