მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ჯამალ მუსიალამ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელთა შანსები შეაფასა:
"ჩვენ გვაქვს საკმარისი ხარისხი, რომ ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ. იმ აზროვნებით მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ მისი მოგება შეგვიძლია. კარგად ვართ მომზადებული და მზად ვართ დავიწყოთ!", - განაცხადა მუსიალამ.