ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში, გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გერმანელთა შუახაზელმა, იოზუა კიმიხმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ოთხი წლის შემდეგ, მოტივაცია ძალიან დიდია. ამისთვის ლოდინი დიდი ხანი მოგვიწია. პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბოლო რამდენიმე მატჩმაც ნათლად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია", - განაცხადა კიმიხმა.
ცნობისთვის, გერმანიასა და იაპონიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.