ამ წუთებში, მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში, გერმანიის ნაკრები იაპონიას უპირისპირდება.
მატჩის წინ, გუნდური ფოტო გერმანელებმა პირზე ხელაფარებულებმა გადაიღეს, ეს ყოველივე კი იმის ნიშნად, რომ კატარში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იზღუდება.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ფიფამ ინგლისის გერმანიის და სხვა ნაკრებებს, LGBT+ სამკლავურის ტარების უფლება არ მისცა.