ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი გერმანელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებს.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კერერი, რუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი - კიმიხი, გიუნდოგანი - გნაბრი, მიულერი, მუსიალა - ფიულკრუგი.
ცნობისთვის, ესპანეთსა და გერმანიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.