მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლები შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა, ალვარო მოროტამ და ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მანუელ ნოიერმაც გააკეთა და დაცვა შეაქო:
"რთული თამაში იყო. დიდი კომპლიმენტები ჩვენს დაცვას, რადგან დღევანდელ მტაცში ჩვენს წინააღმდეგ გოლის გატანა რთული იყო. 0-1-ის შემდეგაც გვჯეროდა საკუთარი თავების, რაც მთავარია ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ!", - განაცხადა ნოიერმა.
გირჩევთ: VIDEO: ნოიერის ბრწყინვალე სეივი მატჩის სტარტზევე - მანუმ ოლმოს არ გაატანინა