მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლები შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა, ალვარო მოროტამ და ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ჰანს ფლიკმაც გააკეთა:
"უაღრესად საინტერესო საფეხბურთო თამაში იყო. დიდი კომპლიმენტი გუნდს ბოლომდე ბრძოლისთვის, თუმცა ჩვენ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, კოსტა რიკას წინააღმდეგ გვსურს მეორე ნაბიჯის გადადგმა და საბოლოოდ 1/16 ფინალში გასვლა", - განაცხადა ფლიკმა.