პირველ დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდება.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ აღნიშნულ შეხვედრას ქალი მსაჯი, სტეფანი ფრაპარტი განსჯის. ცნობისთვის, ის გახდება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მსაჯი, რომელიც შეხვედრას გაუძღვება.
შეგახსენებთ, კოსტა-რიკას და გერმანიას შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.