მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ჰანს ფლიკმაც ისაუბრა:
"იმედგაცრუება ძალიან დიდია და ესპანეთის ნაკრების დადანაშაულებას არ ვაპირებ. არასდროს ვუყურებ სხვა გუნდებს, მხოლოდ ჩვენ ვართ დანმაშავეები საკმარისი შანსების ვერ გამოყენებისთვის, განსაკუთრებით იაპონიასთან და ესპანეთთან თამაშის ბოლოს", - განაცხადა ფლიკმა.