გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა, როგორც დღეს 33 წლის შემტევმა განმარტა, ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია:
მიულერის თქმით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში ჯერ მეუღლესთან და მთავარ მწვრთნელთან, ჰანს ფლიკთან ისაუბრებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდგომ მიიღებს.
ასე რომ, ცნობები იმის თაობაზე, რომ მიულერმა სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, სიმართლეს არ შეესაბამება.