მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინის შესაძენად ყველაფერს ცდილობს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება ამ ეტაპზე კვლავ რთულია - ინფორმაციას SkySports-ი ავრცელებს.
კეინი ამჟამად მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზეა ფოკუსირებული და მისი მომავლის განხილვა ტურნირის დასრულების შემდეგ სურს, თავის მხრივ, ტოტენჰემსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ინგლისელ ფორვარდს 2024 წლამდე არსებული კონტრაქტი კიდევ უფრო გაუხანგრძლივოს.