მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცელმა, დაიოტ უპამეკანომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და კატარელთა მასპინძლობა შეაფასა:
"აქ ძალიან კარგად დაგვხვდნენ, ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და ვცდილობ, მაქსიმალურად ვისარგებლო ამით.
აქ შესანიშნავი პირობებია - სასტუმრო, სტადიონები, მისალმებები. აქაური ხალხის მასპინძლობა რაც ჩვენ მივიღეთ, ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია", - განაცხადა უპამეკანომ.