მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდა და გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიუნხენის ბაიერნის 2 ფეხბურთელი, კინგსლი კომანი და დაიო უპამეკანო იღებდნენ.
კომანი მატჩში 71-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო უპამეკანომ სასტარტოდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
განაცხადში ასევე იყო ბაიერნის მესამე ფეხურთელი, ბენჟამინ პავარი, თუმცა ამ უკანასკნელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მატჩის დასრულების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელები მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაამხნეევა:
"თავები აწიეთ ბიჭებო! თქვენ ორივეს შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით", - წერს ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი.