მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა 2022 წლის მიწურულს განვლილი წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია:
"ბედნიერი პრეზიდენტი ვარ - მამაკაცთა გუნდი ბუნდესლიგის ცხრილს 4 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და პარალელურად, ყველა შესაძლო ტურნირზე ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის.
ქალთა გუნდის განვითარებაც საუცხოოდ მიმდინარეობს, ასევე, კალათბურთშიც ბუნდესლიგის სათავეში ვართ და ფინალურ ოთხეულში გასვლის კვალიფიკაცია მოვიპოვეთ", - განაცხდა ჰაინერმა.