ცნობილია - ვინ გახდა ბაიერნის წლის საუკეთესო მოთამაშე?
როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე, ამჯერადაც გერმანული გამოცემა BILD-ის გამოკითხვაში, მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს.
ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ქომაგმა მიიღო და ხმათა უმრავლესობა, ჯამალ მუსიალას ერგო.
მეორე ადგილი დაიკავა ჩუპო-მოტიგნმა, ხოლო მესამეზე ბაიერნის ყოფილი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი გავიდა.