როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე, ამჯერადაც გერმანული გამოცემა BILD-ის გამოკითხვაში, მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს.
ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ქომაგმა მიიღო და ხმათა უმრავლესობა, ჯამალ მუსიალას ერგო.
მეორე ადგილი დაიკავა ჩუპო-მოტიგნმა, ხოლო მესამეზე ბაიერნის ყოფილი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი გავიდა.
გამოკითხვაში გამარჯვების შემდეგ, 19 წლის ჯამალ მუსიალამაც გააკეთა კომენტარი:
"დიდი მადლობა ყველას, ვინც 2022 წლის BILD-ის გამოკითხვაში, ხმა მე მომცა. გულშემატკივართა ხმის მიცემის პროცესი ყოველთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია - ამან ძალიან გამახარა. ყველას გისურვებთ უსაფრთხო და ჯანმრთელ ახალ წელს. შევხვდებით 2023 წელს!", - განაცხადა მუსიალამ.