მოგეხსენებათ, გუშინ საფეხბურთო სამყარომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დაკარგა - "ფეხბურთის მეფე" 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს მიუნხენის ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი, ული ჰიონესიც გამოეხმაურა:
"არასდროს დამავიწყდება, როცა ტელევიზორთან ვიჯექი, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებდი და ამ ბრწყინვალე ფეხბურთელმა გამაოცა - იგივე ეფექტი მოახდინა მთელ მსოფლიოზე. თითქოს ის სხვა სამყაროდან იყო. პელე საჩუქარი იყო - საჩუქარი მთელი საფეხბურთო ოჯახისთვის და სამყაროსთვის", - განაცხადა ჰიონესმა.