მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა პსჟ-სთან მოახლოებული მატჩის წინ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, სადიო მანეზე და მისი თამაშის ალბათობაზე ისაუბრა:
"უნდა დაველოდოთ და ვნახოთ.. ჯერ კიდევ არის დრო.
სადიო სავსეა ენერგიით და მისი რეაბილიტაციის პროცესიც კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ გონივრულად უნდა მოვიქცეთ და არ ვიჩქაროთ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.