როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე, ამჯერადაც გერმანიის ნაკრების გამოკითხვაში, გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს.
გამოკითხვაში მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ და ხმათა უმრავლესობა, ჯამალ მუსიალას ერგო.
მეორე ადგილზე გავიდა კაი ჰავერტცი, ხოლო მესამეზე მიუნხენის ბაიერნის შუახაზელი იოზუა კიმიხი.
1. მუსიალა (66.3%)
2. ჰავერტცი (8%)
3. კიმიხი (6.1%)