მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნს მანუელ ნოიერი ტრავმის გამო მინიმუმ მომდევნო სეზონამდე დააკლდება.
ამის გამო, რეკორდმაისტერმა ახალი მეკარე მიუხენგლადბახიდან იან ზომერის სახით დაიმატა.
34 წლის გოლკიპერმა ნოიერის დაბრუნების შემთხვევაში, ბაიერნში საკუთარ როლზე ისაუბრა:
"ამჟამად არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ზაფხულში. მოუთმენლად ველოდები მომავალ ამოცანებს და გუნდის სათანადოდ გაცნობას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში., ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევ", - განაცხადა ზომერმა.