ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ლაიპციგს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში 37-ე წუთზე ჩუპო მოტინგმა გახსნა, რასაც ჰალსტენბერგმა 52-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხა - თუმცა, ლაიპციგის გოლის ეპიზოდში მთელი ბაიერნი და განსაკუთრებით კიმიხი, თამაშის წესების დარღვევას ითხოვდა.
როგორც მოგვიანებით მატჩის შემდგომ მიცემულ კომენტარში კიმიხმა აღიარა, ლაიპციგის ფეხბურთელების მხრიდან თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ეს უბრალოდ ემოციური მომენტი იყო დინამიკაში.