იან ზომერის ტრანსფერის შემდეგ, სალიჰამიჯიჩმა დაადსტურა, რომ ბაიერნისთვის იანვრის სატრანსფერო ფანჯარა დასრულებულია და კლუბი მეტი ფეხბურთელის დამატებას არ გეგმავს.
უნდა აღინიშნოს ისიც - რომ არა ნოიერის ტრავმა, დიდი ალბათობით ბაიერნი არც მეკარის ტრანსფერს განახორციელებდა.
გერმანულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, სალიჰამიჯიჩი ადასტურებს, რომ ამ თვეში ახალი მოთამაშეების მოყვანა არ იგეგმება. "ჩვენი სატრანსფერო საქმიანობა უკვე დასრულებულია."