ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ლაიპციგს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში 37-ე წუთზე ჩუპო მოტინგმა გახსნა, რასაც ჰალსტენბერგმა 52-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხა.
აღნიშნული მატჩი სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო ლეგენდარულმა ტომას მიულერმა, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი:
"მწვრთნელთან კარგი კომუნიკაცია მაქვს. მთავარია, გუნდურად გავიმარჯვოთ. ყველამ გუნდზე უნდა ვიფიქროთ და რა თქმა უნდა, ეს მეც მეხება", - განაცხადა მიულერმა.
ცნობისთვის, მიულერი 83-ე წუთზე, სერჟ გნაბრის ნაცვლად შემოვიდა.