მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ, ზეპ მაიერმა კლუბი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ახალგაზრდა მეკარის დაწინაურების ნაცვლად, იან ზომერი შეიძინა:
"ვერ ვხვდები, რატომ ააშენეს კამპუსი ახალგაზრდებისთვის, რომელიც მილიონები დაჯდა თუ პარალელურად პირველი გუნდისთვის კარგი ახალგაზრდა მეკარის მოყვანა ვერ შეძლეს.
ისე არ უნდა მოხდეს, რომ ახალგაზრდული გუნდის მეკარე მე-4 ლიგაში თამაშობდეს, ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნო და ყოველთვის არ იყიდო საუკეთესო ფეხბურთელები სხვა კლუბებიდან", - განაცხადა მაიერმა.