დღეს, ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი საკუთარ არენაზე აინტრახტს უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრის წინ, გაგაცნობთ ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიას.
აქამდე, ბაიერნი და აინტრახტი სხვადასხვა ტურნირებზე ერთმანეთს 149-ჯერ დაუპირისპირდნენ. ბაიერნმა გამარჯვება 76 შემთხვევაში მოახერხა, 43-ჯერ დამარცხდა და 30 მატჩი ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება ბურთების სხვაობას, ის ბაიერნის სასარგებლოდ 290:206-ზეა.