ახალი, 2023 წელი ბაიერნისთვის არც ისე წარმატებულად დაიწყო - გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგის სამი გამართული მატჩიდან ვერც ერთი მოიგო და ყველა ფრედ, 1:1 ითამაშა.
ყოველივე ამან კი გამოიწვია ის, რომ სატურნირო ცხრილში, უშუალო კონკუკრენტ უნიონ ბერლინთან სხვაობა ერთ ქულამდეა შემცირებული.
არის თუ არა მიუნხენურ გრანდში კრიზისი? - ამ კითხვაზე ნაგელსმანმა ჟურნალისტებს შემდეგი პასუხი გასცა:
"აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ უკეთესი შედეგები, მაგრამ კრიზისი ამ შემთხვევაში ძალიან "რთული" სიტყვაა. რეალური კრიზისებისთვის შეგიძლიათ ნახოთ "Heute-journal" (საინფორმაციო გადაცემა).
უკეთესად თამაში გვსურს, მაგრამ კრიზისზე საუბარი ჯერ ძალიან შორს არის", - თქვა ნაგელსმანმა.