გერმანიის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად მაინცს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში შედგა მიუნხენელთა ახალწვეულის, ჟოაო კანსელოს დებიუტი, რომელმაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კანსელოს დებიუტი ჟურნალისტებთან საუბრისას ჯამალ მუსიალამაც შეაფასა:
"ის მართლაც კარგი მოთამაშეა, ტექნიკური და ბურთთან ერთად ბრწყინვალედ მოძრაობს, აქვს შესანიშნავი პასები, როგორც ეს პირველი გოლის ეპიზოდში ვნახეთ.
ვფიქრობ, აქ ყველა ბედნიერია, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს, რომელიც დაგვეხმარება.", - თქვა მუსიალამ.