ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე კინგსი კომანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალფონსო დევისმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ლიონელ მესის მაისური გაუცვალა - მოგეხსენებათ, კანადელი მცველი მესის დიდი გულშემატკივარია და უკანასკნელად, მესის მაისური იმ შეხვედრაში სთხოვა, რომელშიც ბაიერნმა ბარსელონა 2:8 გაანადგურა.
მაშინ დევისმა განაცხადა, რომ მესი გაბრაზებული იყო და შემდეგში იმედოვნებდა არგენტინელის მაისურის მიღებას, რაც საბოლოო ჯამში ასეც მოხდა.
იხილეთ ფოტო: