ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ბაიერნის მცველმა ალფონსო დევისმაც მიიღო. კანადელი მატჩში მეორე ტაიმში, ჟოაო კანსელოს ნაცვლად ჩაერთო და ერთადერთ გოლშიც მიიღო მონაწილეობა - დევისმა კომანს გადააწოდა ბურთი და ამ უკანასკნელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
გარდა საგოლე პასისა, ეს მატჩი დევისისთვის სხვა მხრივაც გამოდგა განსაკუთრებული - საქმე იმაშია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მაქსიმალური სიჩქარე (37.1კმ/სთ) დააფიქსირა.