დღეს, ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად გლადბახს დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრის წინ, გაგაცნობთ ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიას.
აქამდე, ბაიერნი და გლადბახი სხვადასხვა ტურნირებზე ერთმანეთს 117-ჯერ დაუპირისპირდნენ. ბაიერნმა გამარჯვება 57 შემთხვევაში მოახერხა, 28-ჯერ დამარცხდა და 32 მატჩი ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება ბურთების სხვაობას, ის ბაიერნის სასარგებლოდ 232:158-ზეა.