ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად გლადბახს დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის ადმინმა სოციალურ ქსელში ბაიერნი "დატროლა" და გაბრაზებული ოლივერ კანის ფოტო გამოაქვეყნა სათაურით: "როცა ზომერი იყიდე, მაგრამ გლადბახს მაინც ვერ უგებ."
ცნობისთვის, ბაიერნმა ტრავმირებული მანუელ ნოიერის შესაცვლელად გლადბახიდან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იან ზომერი დაიმატა.