"კვარაცხელია რობენს გვაგონებს", - აინტრახტის ანალიტიკოსებმა ხვიჩაზე ისაუბრეს

"კვარაცხელია რობენს გვაგონებს", - აინტრახტის ანალიტიკოსებმა ხვიჩაზე ისაუბრეს

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში აინტრახტს გასვლაზე დაუპირისპირდა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყების წინ, გერმანელებმა ნეაპოლურ გუნდს მცირედი ანატილიკური ვიდეო მიუძღვნეს, სადაც მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს - აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გარკვეულ მონაკვეთში, ფრანკფურტელთა ანალიტიკოსი, ნიკლას ზანდერი ხვიჩა კვარაცხელიას სხვა დანარჩენი შემტევებისგან გამოარჩევს და დასძენს, რომ ქართვეელი ლეგენდარულ ნიდერლანდელს, არიენ რობენს ჰგავს:

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მისი დრიბლინგები კი გასაოცარი. თითქოს, რაღაცით ქართველი არიენ რობენს მაგონებს. შესაძლოა, ხვიჩა რობენივით სწრაფი არ არის, მაგრამ მისი ბურთის კონტროლი უბრალოდ უზადოა. მას შეუძლია, რომ საკმაოდ მჭიდრო მონაკვეთში ბურთს მოძრაობა რადიკალურად შეაცვლევინოს, სიღრმიდან ცენტრში შეიწიოს და კარში ზუსტად დაარტყას. განსაკუთრებით სახიფათოა მომენტი, როდესაც კვარაცხელია გადაცემას ოსიმენის მიმართულებით აკეთებს, რადგან ეს დუეტი ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეულია." - თქვა ზანდერმა.


22-02-2023, 22:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0