ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დამაარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით, ნაგელსმანის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა - ამდენივე (46) ქულა აქვს დორტმუნდს, რაც შეეხება უნიონ ბერლინს, დედაქალაქური გუნდი უშუალო კონკურენტებს 3 ქულით ჩამორჩა.
საინტერესო სიტუაციაა ბომბარდირთა დავაშიც, რომელსაც ვერდერის ბრემენის თავდამსმხელი, ფიულკლურგი 14 გოლით ლიდერობს, მას 20 წლის ჯამალ მუსიალა სულ რაღაც 3 გოლით გამორჩება, სამაგიეროდ, მუსიალას 7 საგოლე გადაცემა აქვს.