მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაიერნმა გერმანულ გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პსჟ-სთან მოახლოებულ განმეორებით შეხვედრაზეც.
"უნიონ ბერლინის და პსჟს წინააღმდეგ გუნდმა აჩვენა, რომ იმ საფეხურზე ვიმყოფებით, სადაც საჭიროა. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას პსჟ-სთან განმეორებით შეხვედრაშიც აჩვენებენ.", - განაცხადა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, ბაიერნსა და პსჟ-ს შორის გასამართი შეხვედრა 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე ალიანს არენაზე გაიმართება.