მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
აღნიშნული გამარჯვებით, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ოცდამეერთედ გავიდა, რაც ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრის აბსოლუტური რეკორდია.
ბაიერნისთვის ახალი სტილით ჩატარებული უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი გამოცდილება 1994-95 წლებში იყო, როდესაც გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპამდე მიაღწია.