დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გერმანიის ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამჯერად ჰანს ფლიკის გუნდი ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი გერმანელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
გერმანია (4-2-2-2): ტერ შტეგენი - ვულფი, გინტერი, კერერი, რაუმი - გორეცკა, კიმიხი - გნაბრი, ვირტცი - ფიულკრუგი, ვერნერი.