კანის და მათეუსის დაპირისპირების ამბავი, რომელმაც ტუხელის ბრწყინვალე დებიუტიც გადაფარა

კანის და მათეუსის დაპირისპირების ამბავი, რომელმაც ტუხელის ბრწყინვალე დებიუტიც გადაფარა

თემა, რომელმაც ტომას ტუხელის შესანიშნავი დებიუტი გადაფარა, ოლივერ კანის და ლოთარ მათეუსის დაპირისპირებაა - დორტმუნდთან მატჩის შემდეგ, ბაიერნის გენერალური დირექტორი და მათეუსი ერთმანეთს სატელევიზიო ეთერში დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მთავარი საგანი კი ნაგელსმანის მოულოდნელი გაშვება და ის ფაქტი გახდა, რომ ამის თაობაზე Bild-მა წინასწარ შეიტყო, რის შესახებაც გულშემატკივრებს ამცნო, რამაც საბოლოოდ დიდი არეულობა გამოიწვია.

ყველაფერი ოლივერ კანის აღიარებით დაიწყო, სადაც ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა გასულ დღეებში მომხდარს კატასტროფა უწოდა. მისივე თქმით, ყველაფერი როგორც მოხდა ისე არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბაიერნის სტილი არ არის.

კანის სიტყვის შემდეგ, საუბარში მათეუსიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბაიერნის დევიზი "Mia san mia" დაიკარგა, რაზეც კანმა აგრესიულად უპასუხა:

"ვინც ამბობთ, რომ კლუბმა სტილი დაკარგა და ყოველივე ეს არ არის ჩვენი ღირებულებების შესაფერსი, ვსვამ კითხვას: ლოთარ, რა არის mia san mia? რამე კონკრეტული ქცევის კოდექსი არსებობს ჩვენს დევიზთან დაკავშირებით?"

მათეუსი: "შენთან პირადი ომის წარმოება არ მინდა, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო - არც იმას ვამბობ, რომ ყველაფერი უარესადაა ვიდრე აქამდე იყო. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი შეიცვალა. სხვა ბოსებს სხვანაირი სტილი აქვთ."

კანი: "შესაძლოა აქ ზოგ ზოგიერთებს მახსოვრობა არ უვარგა. ადრეც ხშირად იყო კლუბის ისტორიაში მომენტები, როცა რთული გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რაც საბოლოო წარმატებისთვის აუცილებელი იყო. ყველაფერი ყოველთვის ისე ადვილი არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს..."


2-04-2023, 17:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0