ტომას ტუხელის პირველი კომენტარი გერმანიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ

ტომას ტუხელის პირველი კომენტარი გერმანიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ

გუშინ, გერმანიის თასის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ფრაიბურგს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.

თასიდან გამოვარდნაზე კომენტარი რეკორდმაისტერის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გააკეთა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო.

"ფრაიბურგმა ორი დარტყმიდან ორივე გაგვიტანა, მათი სხვა რეალური შანსი პირადად მე არ მახსენდება. კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ყოველთვის რაღაცას ვაკლებდით, ხან ბოლო პასს, ხან სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ხან სიზუსტეს. მეტოქე თავს ძალიან ღრმად იცავდა, რაც მათზე ზეწოლას უფრო რთულს ხდიდა.

საბოლოო ჯამში, დამარცხებას მხოლოდ საკუთარ თავებს ვაბრალებთ. 1/4 ფინალიდან საკუთარ მოედანზე გამოვარდნა რა თქმა უნდა დიდი იმედგაცრუებაა.

ცხადია, ჩვენ (სამწვრთნელი შტაბს) დიდი დრო არ გვქონია მოსამზადებლად, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებელი მარცხზე. ახლა უნდა გავაანალიზოთ რა მოხდა არასწორად და შაბათისთვის მოვემზადოთ, საქმეები გრძელდება
", - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, შაბათს ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ტომას ტუხელი გუნდის კვლავ ფრაიბურგს, ამჯერად გასვლაზე დაუპირისპირდება.


5-04-2023, 15:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0