გუშინ, გერმანიის თასის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ფრაიბურგს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.
თასიდან გამოვარდნის მიუხედავად, აღნიშნული შეხვედრა ტომას მიულერისთვის სარეკორდო აღმოჩნდა - 33 წლის გერმანელმა შემტევმა გერმანიის თასზე 64-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
მეორე ადგილს მეკარე სეპ მაიერი (63) იკავებს, ხოლო მესამემე ლეგენდარული გერდ მიულერი იმყოფება (62) მატჩი.