მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი და წარსულში კლუბის ლეგენდარული ფორვარდი ული ჰიონესი ბაიერნის სავარჯიშო პროცესს დაესწრო და ტომას ტუხელთან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ისაუბრა.
ჰერტასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტუხელმა ჰიონესის ვიზიტზე მცირე კომენტარი გააკეთა:
"მას უბრალოდ იმის თქმა სურდა, თუ ვინ დამეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში კვირისთვის (იცინის). არა, უბრალოდ გამარჯობის თქმა სურდა - ჩვენი საუბრის შინაარსზე კი არაფერს ვიტყვი", - განაცხადა ტუხელმა.