BREAKING: იოზუა კიმიხის ტრანსფერით მსოფლიო გრანდი დაინტერესდა

BREAKING: იოზუა კიმიხის ტრანსფერით მსოფლიო გრანდი დაინტერესდა

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეალ მადრიდი მიუნხენის ბაიერნის შუახაზელის, იოზუა კიმიხის ტრანსფერით დაინტერესდა.

საქმე იმაშია, რომ  ესპანური გუნდი ტონი კროოსია და ლუკა მოდრიჩის ეპოქის დასრულების შემდეგ, ნახევარდაცვის ალტერნატივას ეძებს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ კიმიხს განიხილავენ.

ამ ზაფხულში ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია, რადგან ბაიერნი გუნდის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს არაფრის ფასად გაუშვებს, თანაც კრიზისის პერიოდში.

თუმცა, თუ მომავალ ზაფხულს კიმიხი და ბაიერნი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, რეალ მადრიდი მზად არის ტრანსფერში თანხაც გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კიმიხსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წელს გასდის და 28 წლის ნახევარმცველს სამეფო კლუბში გადასვლა უფასოდაც შეეძლება.

როგორც იწერება, კიმიხი კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის მხოლოდ ტოპ კლუბში გადასვლას განიხილავს, რათა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები ჰქონდეს - ყოველ შემთხვევაში ტრანსფერი უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.


10-05-2023, 23:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0