დატოვებს თუ არა მიულერი ბაიერნს? - გერმანელმა შემტევმა ჟურნალისტებთან სიჩუმე დაარღვია

დატოვებს თუ არა მიულერი ბაიერნს? - გერმანელმა შემტევმა ჟურნალისტებთან სიჩუმე დაარღვია

ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე შალკეს უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა, რითაც ბუნდესლიგაში პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ ტომას მიულერი გუნდიდან წასვლას აპირებს, თუმცა დღევანდელი მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომეტნარში, მიულერმა გულშემატკივრები დაამშვიდა და გერმანულ გამოცემა BILD-ს შეუტია.

"ამ საქმეში ახალი არ ვარ, ამიტომ ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციებს დიდად არ შევუწუხებივარ, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში გადაჭარბებული იყო.

მწვრთნელი წყვეტს სასტარტო შემადგენლობას და ფეხბურთელების როლებსაც ის ანაწილებს. ცხადი და ლოგიკურია, რომ ყველა მოთამაშეს მოედანზე ყოფნა სურს. მიუხედავად ამისა, ნათლად ხედავთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა მოთამაშეებმაც მოიტანეს დადებითი ენერგია, სწორედ ამას ჰქვია საქმის კეთება.

"გაზეთი ოთხი ასოთი" მაინც ყიდის რამდენიმე ფურცელს ჩემი სახელით და თქვენ ტელევიზიებში დისკუსიებით ეს ყოველივე კიდევ უფრო გაამარტივეთ.

საქმე კრიტიკული მაშინ ხდება, როცა ყველაფერს ჩემი სახელით წერენ, ვითომ და ჩემი აზრებით, თითქოს იცოდნენ რაზე ვფიქრობ. ერთ წლიანი კონტრაქტი კვლავ მაკავშირებს ბაიერნთან - ჩემი გული წითელია!", - განაცხადა მიულერმა.


13-05-2023, 22:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0