მიუნხენის ბაიერნი უეფამ მანჩესტერ სიტისთან საპასუხო მატჩის დროს მოედანზე საგნების სროლისთვის 8 250 ევროთი დააჯარიმა.
ასევე დაჯარიმდა პეპ გვარდიოლას გუნდიც, რომელთა გულშემატკივრებმაც პირველ მატჩში "ფეიერვერკები" დაანთეს და მოედანზე საგნები ისროლეს - მანჩესტერ სიტი 5 250 ევროთი დაჯარიმდა.