ტუხელი სერბი ფორვარდის დიდი გულშემატკივარია - ხელმძღვანელობას ამ ტრანსფერის არ სჯერა

ტუხელი სერბი ფორვარდის დიდი გულშემატკივარია - ხელმძღვანელობას ამ ტრანსფერის არ სჯერა

გერმანული გამოცემების მტკიცებით, ტუხელი დუშან ვლაჰოვიჩის დიდი გულშემატკივარია და მას გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე პრობლემის გადაჭრის ვარიანტად ხედავს.

მიუხედავად ტუხელის სურვილისა, კლუბი არ არის დარწმუნებული და არ სჯერა, რომ ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდა ღირს - ამ მომენტისთვის არც კონკრეტული კონტრაქტი ან შეთავაზება არ მზადდება.

როგორც ირკვევა, ვლაჰოვიჩი სათადარიგო გეგმაა - თუ ბაიერნი მთავარ სამიზნეებთან (კოლო მუანთან, ჰარი კეინთან და ხულიან ალვარესთან) შეთანხებას ვერ მიაღწევს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს რეკორდმაისტერი 23 წლის შემტევზე მუშაობას.

ცნობისთვის, ვლაჰოვიჩმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 10 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა - გერმანულ Transfermarkt-ს ახალგაზრდა ფორვარდი 75 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


26-05-2023, 19:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0